«ქრონიკა პლუსი» მთავარი რედაქტორი , ელისო კილაძე, საპატრიარქოს წინ მიმდინარე აქციას შეურთდა, აქციაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი დეკანოზის გათავისუფლებას ითხოვდა, მათ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტსაც მიმართეს.
„დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის დღევანდელი მდგომარეობა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მას საპატიმრო სასჯელი უნდა შეეცვალოს არასაპატიმრო სასჯელით იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მე სრულიად ვეთანხმები და მოვედი აქ იმიტომ, რომ მხარი დავუჭირო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს. იმ მასალების მიხედვით, რაც ჩვენ გვაქვს ამ ორი წლის განმავლობაში, მკაფიოდ ჩანს, რომ დეკანოზი არის უდანაშაულო და ის არის საპატრიარქოს კარის ინტრიგების მსხვერპლი, ხელისუფლებასთან და კონკრეტულად, სუს-თან ერთად. გამომდინარე აქედან, მისი გათავისუფლების გზა არსებობს ერთადერთი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ის შეიწყალოს,“ — განაცხადა ელისო კილაძემ.