რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოსვლას და შემდგომში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას დიდი პროტესტი მოყვა ქართულ საზოგადოებაში — საქართველოს პარლამენტის წინ 20 ივნისის მასშტაბური აქცია,რომელიც ხელისუფლების მიერ სისხლიანი დარბევით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით სერგეი გავრილოვს, აფხაზეთის ომში ქართველების სისხლით აქვს ხელი გასვრილი. ასევე 2008 წელს ხელი აქვს მოწერილი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ერთეულებად გამოცხადებაზე.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, რომელიც ავლაბრის სასახლეში მიმდინარეობდა დიდი პატივით შეხვდა სერგეი გავრილოვს.
ზემოაღნიშნულმა ფაქტმა, დევნილი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.
გამახარიას არანაირი პროტესტი არ გამოუხატავს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. მან გაურკვეველი განცხადება გააკეთა, რამაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბუნდოვანი გახადა მისი და მთლიანად ხელისუფლების პოზიცია.
„მანამდე აფხაზეთის ხელისუფლება არაერთხელ შემჩნეულია პირდაპირ კოლაბორაციონიზმში და რუსეთის ზოგიერთ წარმომადგენლებთან კავშირში.
ის წარმოადგენს კრემლის მთავარ დასაყრდენს საქართველოში, სადაც გამეფებულია კორუფცია, ნეპოტიზმი. 28 წელია უმაღლესი საბჭოს არჩევნები არ ჩატარებულა, ამიტომაც დევნილ საზოგადოებს არ ჰყავს თავისი არჩეული ხელისუფლება,“ — აცხადებენ დევნილები.