იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გაკეტებულ განცხადებაში დევნილებისთვის სერვისის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. მათ საშუალება ექნებათ, სახელმწიფო უწყებების, ასევე კერძო სექტორების სერვისები, სწრაფად და მარტივად მიიღონ საქართველოს მასშტაბით ყველა იუსტიციის სახლში. სერვისების მომსახურება საცხოვრებელი სახლის მიღებასთან, დევნილის სტატუსსა და შემწეობასთან იქნება დაკავშირებული. აქამდე მსგავსი მომსახურების მიღება დევნილებს მხოლოდ 3 ქალაქში შეეძლოთ და ახალი ინოვაცია ინფორმაციის მიღების პროცესს გაამარტივებს.