სოციალურ ქსელში ვრცელდება დევნილთა მიერ შექმნილი პეტიცია, ხელმოწერების შეგროვების მიზნით. გთავაზობთ პეტიციის ტექსტს: https://manifest.ge/main/item/2516
«დევნილებისთვის ანაკლიაში საცხოვრებელი ბინების მშენებლობის და დასაქმების მოთხოვნით მივმართავთ საქართველოს მთავრობას ვინაიდან ჯერ კიდევ მწვავედ დგას დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების და დასაქმების პრობლემა:
«ანაკლია საქართველოსთვის არა მარტო ეკონომიკური, არამედ გეოსტრატეგიული პროექტია. რადგან1453 წელს ბიზანტიის დაცემის შემდეგ მსგავსი სახისა და მასშტაბის პროექტი საქართველოს ისტორიული ფუნქციისა და როლის აღდგენის, მისი დასავლური სამყაროს ორგანულ ნაწილად ქცევის, უსაფრთხოების, სახელმწიფოებრიობის გარანტიის, ერთიანობისა და მთლიანობისათვის ჩვენში არ ყოფილა. არც ასეთი ხელსაყრელი საერთაშორისო გარემო გვქონია არასოდეს.»