ოკუპაცია/დევნილები

დევნილებმა „დირსის“ საცხოვრებელი კორპუსი დატოვეს

დევნილებმა „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის  შენობა  დატოვეს.

დევნილების ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა, მოლაპარაკებები დევნილებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის,  როგორც დევნილები აცხადებენ  მათთვის მოლაპარაკებები მისაღებია.

დაპირებების თანახმად, დევნილები უახლოეს პერიოდში ბინის ფართებით დაკმაყოფილდებიან.

ბინებს მიიღებენ ისინი, ვინც სამინისტროს მიერ გაწერილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

ერთ-ერთი დევნილი «პირველ არხთან»  საუბრობს რომ მათ 26 წლის ოცნება აუსრულდათ.

„26 წლის განმავლობაში ველოდებოდით ფართებს. ამიტომ იყო პროტესტი ჩვენგან. მოლაპარაკებაზე შევთანხმდით, რომ მოკლე დროში მივიღებთ ფართებს და დაგვაკმაყოფილებენ. დიდი მადლობა დევნილთა სამინისტროს. აღსრულდება ოცნება, რომელიც 26 წლის განმავლობაში იყო საოცნებო“, – განაცხადა დევნილმა გულნარი წერედიანმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ერგნეთის შეხვედრები განახლდება

„DIRSI“-ს საცხოვრებელ კომპლექსში მეოთხე დღეა ასობით დევნილი ოჯახი შეიჭრა-დევნილები ხელისუფლებას შიმშილობით ემუქრებიან

Joni Kvaracxelia

პანიკა და სასოწარკვეთილება ავღანეთში: ხალხი გარბის თალიბანის ჯარების შემოსვლას

დატოვე კომენტარი