სოცქსელი

“დევნილები მთლიანად განეკუთვნებიან განსაკუთრებით მოწყვლად სოციალურ კატეგორიას” – პასუხი აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრს

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრს ქეთევან ბაკარაძეს უბრძანებია, რომ დევნილების ცალკე მოხსენიება სამთავრობო ანტიკრიზისულ პროგრამაში საჭირო არ ყოფილა და მათი დახმარება საერთო წესით საკმარისია.

,,რიგი ადამიანების მხრიდან აპელირება იმაზე, რომ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის დროს დევნილი საზოგადოება არ იყო მოხსენიებული, როგორც სახელმწიფოსგან ბენეფიტის მიმღები ინდივიდუალური კატეგორია, რაც თემის ინსპირირებას უფრო ჰგავს, ვიდრე საგნობრივ კრიტიკას“,- ეს მისი მაღალფარდოვანი გამონათქვამია მორიგ ჯერზე ზემდგომი ხელისუფლების თავის მოსაქონად.

დევნილები მთლიანად განეკუთვნებიან განსაკუთრებით მოწყვლად სოციალურ კატეგორიას. მათ ამ სტატუსს განაპირობებს 2 კანონი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტოროებისა“ და ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ და სხვა მრავალირცხოვანი სამართლებრივი აქტი. აგრეთვე, თითქმის სამი ათეული წლის მათი უმძიმესი მდგომარეობა და ის, რომ ყველა სხვა მოწყვლად ჯგუფსაც თავის თავში უფრო დიდი ხევდრითი წილით მოიცავს, მათ შორის ომის ვეტერანებს, ინვალიდებს, სოციალურად დაუცველებს და ა.შ.

ერთი სიტყვა მაინც დაეძრათ ამ საყოველთაო შეჭირვების დროს თუნდაც დევნილთა შემწეობის მომატებაზე 60 ლარამდე, რომელიც დიდი ხანია დღის წესრიგშია, საკმარისად არგუმენტირებულია და ამ მილიონების ბრახუნში დაუძლეველ პრობლემას არ წარმოადგენდა.
დიდად არაფერს აკეთებთ, კანონი თქვენ არ იცით, გული მაინც არ გაქვთ?

მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“აი ხომ ყ@#ობა თქვა ქურქზე, ახლა გავხდით ცხოველთა დამცველებიო და სხვა ყ@#ობებიც ხომ თქვა”

“თუ ჯან­მრთე­ლო­ბა გი­წყობთ ხელს, ბევ­რი ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნეთ ”-ანუკი არეშიძე

“თქვენ მაინც განავა@ში ცხოვრობთ და ეს განავა@ში რუსეთმა მოგიტანათ, ხვდები?”-უკრაინელი ბლოგერი აფხაზ ბიჭს (ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი