განცხადება/მიმართვა

«დედა დავკარგე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა. კი არ წავიდა, გაიპარა და შანსიც არ მომცა, გადამერჩინა»

«მთავარი არხის» გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დედის დღესთან დაკავშირებით  სოციალურ ქსელში წერს:

«გუშინ დედის დღე იყო. ამ დღეს ყოველთვის ძილში ვატარებ აგერ უკვე 15 წელია. გუშინაც ეგრე. კიდევ ოქტომბრის ერთ დღეს მძინავს.

დედა არ მყავს უკვე 15 წელია. ოქტომბრის ერთ დღეს წავიდა მოულოდნელად. ეგ ის დღეა, მას მერე რომ სულ ძილში ვატარებ, ზემოთაც რომ ვთქვი, აი ის დღე. ოქტომბრის ამ დღეს ის დედა დავკარგე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა. კი არ წავიდა, გაიპარა და შანსიც არ მომცა, გადამერჩინა, მომეარა, შევგუებოდი. აი ასე, ჯანმრთელი მართლა გაიპარა — დაიძინა და არ გაიღვიძა. არ გაიღვიძა და თავზარი დამცა. თავზარი, რომელიც არ ნელდება და წელიწადში ორ დღეს ძილში მატარებინებს.

გუშინ დედის დღე იყო. ვულოცავ ყველა შვილს ფუფუნებას, ჩაეხუტონ საკუთარ დედებს. მე დედა არ მყავს უკვე 15 წელია.»

Loading…

მსგავსი პოსტები

LIVE: სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი

«დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში მონაწილეობდა პირი, რომელსაც აფარებდნენ ხელს — ეს არის მ.კ»-ოთო კახიძე

ევროპელები კვლავ განაგრძობენ მმართველი პარტიისთვის 8 მარტის შეთანხმებაზე შეხსენებას

დატოვე კომენტარი