პოლიტიკაპროტესტი

დედაქალაქის 2020-ს ბიუჯეტის განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე დღეს თბილისის 2020 წლის ბიუჯეტს უნდა უყარონ კენჭი. ოპოზიცია 1,021 მილიარდიან ბიუჯეტს აკრიტიკებს და მის მხარდაჭერაზე უარს ამბობს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ქალაქის მთავარი ფინანსურ დოკუმენტში წინა წელთან შედარებით 79 მილიონით ნაკლებია და მასში შემცირებულია სოციალური და ინფრასტრუქტურული ხარჯები. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ბიუჯეტი მთლიანად დედაქალაქის პრობლემებზეა ორიენტირებული და ოპოზიციას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებენ.

«ნაციონალური მოძრაობის» წევრი ლილე ლიპარტელიანი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პიარზე გამოყოფილი თანხის რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას:

«ნარმანია 900 ათას ლარს კმარობდა პიარზე, 2020 წლისთვის კალაძის პიარი დაგვიჯდება 4,6 მილიონი. დედაქალაქში მძიმე განწყობაა, უმუშევრობა სიღარიბე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ბიუჯეტი არ არის მორგებული დედაქალაქის მაცხოვრებლების გამოწვევებზე და შესაბამისად ჩვენ მხარს არ დავუჭერთ,»- აცხადებს ლილე ლიპარტელიანი.

ბიუჯეტის მხარდაჭერას არ აპირებს არც «ევროპული საქართველო».

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ანგელა მერკელი რუსეთს აკრიტიკებს

სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით მოქმედი პრეზიდენეტის პარტია ლიდერობს

«მოძალადე უზურპატორის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებები მორალის ფარგლებში, გამართლებულია ისტორიულად, სამართლებრივად, ზნეობრივად»

დატოვე კომენტარი