თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა 25 წლის მიგო ჯაჭვლიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმკვლელობის გარემოებების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ოჯახის ახლობელი მომხდარის დეტალებს იხსენებს:
“დედამ იპოვნა ეზოში ჩამომხრჩვალი, მიზეზი არაა ცნობილი, ყველას გვიჭირს ამის დაჯერება, ძალიან ნიჭიერი და ყოჩაღი გოგო იყო. მიგო და თავისი უფროსი დაიკო პატარები იყვნენ, როდესაც მამა გარდაეცვალათ. დედამ წვალებით გაზარდა ორი ქალიშვილი, ისედაც რთული ცხოვრება ჰქონდა საცოდავ ქალს, კიდე ეს უნდოდა?” – განაცხადა გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა ჩვენთან საუბარში.
წყარო: droni.ge
