მსოფლიოში

დებატები დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის

არჩევნებამდე ხუთი კვირით ადრე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ერთმანეთს ტელედებატებში პირველად დაუპირისპირდნენ.

დებატების პირველი შეკითხვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის ვადებს ეხებოდა. ოპონენტებმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს მოსამართლის კანდიდატურის წარდგენის დროსთან დაკავშირებით. აშშ-ს საპრეზიდენტო დებატებისას რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა და მისმა დემოკრატმა მეტოქე ჯო ბაიდენმა საკუთარ სამომავლო ეკონომიკურ გეგმებზე ისაუბრეს.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მის მიერ შემუშავებული გეგმა ამერიკას შვიდი მილიონით მეტ სამუშაო ადგილს და ერთი ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკურ ზრდას მოუტანს.
დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს უდიდესი კომპანიებისთვის გადასახადებს 21 %-დან 28 %-მდე გაზრდის. აშშ-ის დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის შეფასებით, მისი რესპუბლიკელი ოპონენტი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ კრიზისს სათანადოდ ვერ გაუმკლავდა.

როგორც ბაიდენმა დონალდ ტრამპთან პირველ საპრეზიდენტო დებატებისას აღნიშნა, „ვირუსს 200 000 ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა, პრეზიდენტი კი, პანიკაში ჩავარდა და ვერ შეძლო საკუთარი მოქალაქეების დაცვა, რადგან ის ეკონომიკაზე უფრო მეტად ღელავდა“.

„ის ჯერ კიდევ არ აღიარებს, რომ იცოდა რაც ხდებოდა, იცოდა რამდენად საშიში იყო ჯერ კიდევ თებერვალში და არ გითხრათ. მრავალი ადამიანი დაიღუპა და კიდევ მრავალი დაიღუპება, ვიდრე ის დაჭკვიანდება. ეს არის კაცი, რომელიც ამბობდა, რომ ვირუსი აღდგომისთვის გაქრებოდა. იქნებ, მათეთრებლის ინექცია გაგეკეთებინა ვენაში და ამას მოეგვარებინა“ , – განაცხადა ბაიდენმა დონალდ ტრამპის მისამართით.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ამერიკის 15 შტატში ეროვნული გვარდიის 5000 წევრია მობილიზებული

ალექსეი ნავალნი გერმანიის კლინიკიდან

პირველად ისტორიაში, ნავთობის ფასი ნეგატიური გახდა

დატოვე კომენტარი