არჩილ თალაკვაძე დავით ჭიჭინაძეზე განაწყენებული ტონით აცხადებს: «დავით ჭიჭინაძეს ჩემს კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა». მისი თქმით თანაგუნდელებზე შეურაცხყოფის მიყენება ყოვლად დაუშვებელია.
დავით ჭიჭინაძის განცხადებას «კოლექტიური ზარდიაშვილების» შესახებ გია ვოლსკიც გამოეხმაურა: „ვფიქრობ, არაკორექტული განცხადებაა და იმ სულისკვეთებას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს, რაც ყველას გაგვაჩნია“.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება გაამწვავა დავით ჭიჭინაძის განცხადებამ: „ალბათ, კიპლინგის „მაუგლი“ ყველას ნანახი გაქვთ, სადაც მგელი, რომელიც ნანადირევს რომ ვერ დაიჭერს, შემდეგ კრებას ატარებენ და ამბობს, აკილამ ააცილა, აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარანაირად გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა — არაკორექტული. «ქართული ოცნება» ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ხანდახან უნდა დაფიქრდეს, ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს» .