ხელოვნებადმცოდნე და კრიტიკოსი გოგი გვახარია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე სოციალურ ქსელში წერს:
“ნგრევა, დაშლა და გახრწნა სიამოვნებას ანიჭებს. ეს ვნება იმდენად ძლიერია, რომ მზად არის საკუთარი პარტია დაშალოს. ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება და ამით კაიფი მისი ცხოვრების წესია.. დაშალა ყველა ინსტიტუტი – ეკლესია, მედია, ოპოზიცია, სასამართლო და ახლა საკუთარი პარტია!
სავარაუდოდ, ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ მას დასაშლელი აღარაფერი დარჩება საკუთარი თავის გარდა…”- წერს გვახარია.
