სხვადასხვა

დაშავებული ჯარისკაცების გადასარჩენად ექიმები იბრძვიან-გაკეთდა 5 ოპერაცია

ავტოსაგზაო შემთხვევა შეკვეთილში-ექიმები დაშავებული ჯარისკაცების გადასარჩენად იბრძვიან.

დაშავებულები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა.

როგორც გაირკვა დაშავებულია 12 ჯარისკაცი, მათგან რამოდენიმე ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა.

12 ჯარისკაციდან სამმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება.

სამედიცინო მენეჯერი ირინა დოლიძე «კურიერთან» სატელეფონო ჩართვაში  აცხადებს, რომ 5 ოპერაცია უკვე გაკეთდა.

«ჩვენთან გაკეთდა 5 ოპერაცია, სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდათ, სხეულის სხვადასხვა ადგილში აღენიშნებოდათ ზოგიერთ მათგანს მოტეხილობები, ღია სახის ჭრილობები, რამდენიმე გადაყვანილია სხვა კლინიკაში დაკვირვების და მკურნალობის მიზნით. ჩვენთან რჩება სამი პაციენტი, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები არ აქვთ,» — განაცხადა ირინა დოლიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

სომხეთის ხელისუფლება ბირთვული ნარჩენების რუსეთში გატანას  საქართველოს ტერიტორიის გავლით გეგმავს

გიორგი ჩაკვეტაძის   შეძენით, «რომა» „ბარსელონა“, „დორტმუნდი“ და „ბაიერნი“ ინტერესდებიან

საჩხერეში «ენერგო-პრო ჯორჯიას» თანამშრომელი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

roma sajaia

დატოვე კომენტარი