დაშავებულია 7 ადამიანი, მათ შორის 4-ის მდგომარეობა უკიდურესად რთულია-ქუთაისში აფეთქების დეტალები გაირკვა

0
133

“კურიერმა”ქუთაისში მომხდარი აფეთქების ახალი დეტალები გაარკვია, ძლიერი აფეთქება ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

დაშავებულია 7 ადამიანი, მათ შორის 4-ის მდგომარეობა უკიდურესად რთულია, დაშავებულთა შორის არის 10 წლის ბავშვი. ის თბილისში დამწვრობის კლინიკაში გადაჰყავთ. ექიმის განცხადებით  ერთ-ერთ დაშავებულს სხეულის 75%  აქვს დამწვარი.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან,  ადამიანები, რომლებიც ბინაში იმყოფებოდნენ, მოსკოვიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ. დღეს გამთენიისას კი, ბათუმიდან ჩამოსული, მოდავე ნათესავი ბინაში მივიდა, რასაც ხმაური და აყალმაყალი მოყვა.

სახლიდან ისმოდა ყვირილის ხმა, ყვიროდნენ რომ სახლში ბენზინია.

“სავარაუდოდ ვიღაცამ კონკრეტულად და გამიზნულად ააფეთქა რაღაც და აქედან გამომდინარე გაჩნდა ხანძარი. შედეგად დაიწვა და დაზარალდა რამდენიმე ოჯახი. მათთან კომუნიკაცია მქონდა, ვინც უშუალოდ შეესწრო ამ ფაქტს და ასე რომ ვთქვათ, თვითმხილველები იყვნენ. სავარაუდოდ, გაზი არ იქნებოდაო და ეს იყო ვიღაცის გამიზნული ქმედება,” – აცხადებს დაშავებულის მეგობარი გიორგი აბესაძე.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ