განცხადებები

დაუბრუნონ უკრაინის მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს-პუტინი ზელენსკის მიმართავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი,  უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ურჩევს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნოს.

«მართლა ასე თქვა? ძალიან კარგი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება შევთანხმდეთ. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. ბევრჯერ მითქვამს, რომ უკრაინელები და რუსები მოძმე ერები არიან. ჩემი აზრით, სინამდვილეში ჩვენ ერთი ერი ვართ. თუ ჩვენ საერთო მოქალაქეობა გვექნება, ამით მოგებული მხოლოდ უკრაინელები და რუსები დარჩებიან. უფრო ძლიერი და წარმატებული ვიქნებით. რაც შეეხება თავისუფლებას, ესეც მნიშვნელოვანი მომენტია. მაგრამ უკეთესია რუსეთისგან და რუსებისგან კი არა, ქართველებისგან ან საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისგან დაიწყოს. სამართლიანი იქნება დაუბრუნონ უკრაინის პასპორტი ადამიანს, რომელიც წარსულში საქართველოს მოქალაქე იყო, ახლა კი თავს უკრაინის მოქალაქედ მიიჩნევს. ვგულისხმობ მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს. მას უკანონოდ ჩამოართვეს მოქალაქეობა და უკანონოდ გააძევეს ქვეყნიდან. ამიტომ დარღვეული უფლებები უნდა აღუდგინონ მასაც, და უკრაინის სხვა მოქალააქეებსაც, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ უკრაინის ტერიტორია, რომ დღევანდელი რეჟიმის დევნისგან თავი გადაერჩინათ,» — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ნიკა გვარამია რუსთავი2-ის გასხვისების საქმეს ეხმაურება

Joni Kvaracxelia

«თუ ჩაიდინა, ისიც ვიღაცამ ჩაადენინა ძალით»-ხადას ხეობაში სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დედა

Joni Kvaracxelia

«ფრესკოს»  დამფუძნებლის სკანდალური განცხადება-რაში ადანაშაულებს ვასილ სოფრომაძე ხელისუფლებას? (ვიდეო)

დატოვე კომენტარი