წარმატებით დასრულდა ახალგაზრდული პროექტი «კრიზისების სამიტი 2021” რომელიც 25-27 დეკემბერს ჩატარდა კოლეჯ «ორიენტირში”. ამ პროექტის მეშვეობით ბავშვებმა გაიღრმავეს ცოდნა, მიიღეს ბევრი ახალი ინფორმაცია, შეისწავლეს ჯგუფური მუშაობა და დებატები. თითოეულმა დელეგატმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავისი პოზიცია დასკვნით საღამოზეც. პროექტის ბოლოს კი არასამთავრობო ორგანიზაცია «ახალი ძალა საქართველოსთვის” (ღონისძიების ორგანიზატორი) დამფუძნებელმა ლუკა შველიძემ თითოეული დელეგატი დააჯილდოვა, როგორც «საუკეთესო» ასევე «პატივცემული» დელეგატები. ხოლო ახალგაზრდების დაჯილდოვება უზრუნველყო: @ასათიანი @სტეპი @ნარნარო და @ ნეიენი-მ.