დასახელდა ტოკიოში ოლიმპიადის ჩატარების შესაძლო თარიღი

0
254

ტოკიოს საზაფხულო ოლიმპიადა, რომელიც გადაიდო პანდემიის გამო, შეიძლება დაიწყოს 2021 წლის 23 ივლისს. ამ თარიღზე შეთანხმდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლები.
ბოლო დრომდე, მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი ვერ წყვეტდა ოლიმპიური თამაშების გადადებას, უფრო მეტიც მსგავს სცენარს “შეუძლებელიც” კი უწოდა.

რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება კომიტეტს მოუწოდებდა თამაშების გაუქმებისკენ. მაგალითად, გერმანიის ბუნდესტაგის სპორტული კომიტეტის ხელმძღვანელმა, დაგმარ ფრიტაგმა თქვა, რომ “დალოდების ტაქტიკა ემსახურება მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტისა და ტოკიოს ინტერესებს”, ხოლო ნორვეგიის ხელისუფლება თამაშების გადაწევის გამოცხადებამდეც კი აცხადებდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანა არ გააგზავნის სპორტსმენებს შეჯიბრებებზე.

აშშ-მ შესთავაზა არ დაეჩქარებინა გადაწყვეტილება: ”თამაშები არ გაიმართება არც მომდევნო კვირას და არც ორ კვირაში. ისინი ოთხი თვის შემდეგ უნდა ჩატარდეს, ხოლო ამ დროისთვის ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, ”- თქვა სუზან ლაიონმა, აშშ-ს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ იაპონიამ 12 მილიარდი დოლარი დახარჯა თამაშების მოსამზადებლად.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ