მსოფლიოშიპროტესტი

დასავლეთ ირანში ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაკავებული ქალის გარდაცვალებას საპროტესტო აქცია და არეულობა მოჰყვა

დასავლეთ ირანში ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაკავების შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ქალის დაკრძალვის დღეს საპროტესტო აქცია და არეულობა იყო. უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

საპროტესტო აქცია გარდაცვლილი მაჰსა ამინის მშობლიურ ქალაქ საყეზში გაიმართა, რომელიც ირანის ქურთისტანის პროვინციაში მდებარეობს. გარდაცვლილი ახალგაზრდის დაკრძალვის ცერემონიაზე მოქალაქეები ახლომდებარე ქალაქებიდანაც ჩავიდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დემონსტრანტები ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებენ. „სიკვდილი დიქტატორს“, – სკანდირებდნენ ისინი. აქციაში მონაწილე ზოგიერთმა ქალმა კი პროტესტის ნიშნად თავშალი მოიხსნა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ლუკაშენკო სოჭში ჩავიდა

ბელორუსის საკითხებზე ტრამპი პუტინს დაელაპარაკება

ეპიდემიური ვითარება უკრაინაში

დატოვე კომენტარი