covid-19

“დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით”-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს.

“სწრაფი ეპიდაფეთქება ჯერჯერობით არ ფიქსირდება ქვეყანაში, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ საგანაგებო მდგომარეობა, რაც სახელმწიფომ გუშინ გამოაცხადა, ხელს შეუწყობს ფართომასშტაბიანი ეპიდემის პრევენციას. ამისთვის ყველა ერთად უნდა დავგეთ – სახელმწიფო, კერძო სექტორი, საზოგადოება”

“დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ვიძლევით და ახლა ყველაზე მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირებაა. ყველამ დავიცვათ ეს მთავარი რეკომენდაცია, რადგან სოციალურ დისტანცირებაზე კარგი იარაღი და ღონისძიება ეპიდემიის შეჩერებისა და მისი ნელი განვითარების, არ არსებობს. თავი ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს, იგივე სახლებში ორ-სამ ადამიანზე ბევრი არ დავპატიჟოთ. თავი ავარიდოთ და არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები. მოგეხსენებათ, ახლა ეს კანონითაც აკრძალულია და მივყვეთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გულისხმობს. მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

roma sajaia

უნდა გავითავისოთ, რომ მე-3 დოზა აუცილებელი იქნება, მე-4 დოზაც გამორიცხული არაა – ამირან გამყრელიძე

Joni Kvaracxelia

გამყრელიძე: 4 მაისიდან ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება

roma sajaia

დატოვე კომენტარი