პროფესიონალი მებრძოლი პორტუგალიის წინააღმდეგ თამაშს დაესწრება
“დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაკრები შეძლებს შეუძლებელს” – აცხადებს მერაბ დვალიშვილი და იქვე ამატებს, რომ ისტორიული მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდება.
მებრძოლი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯებიან და თავიანთ მაქსიმუმს დადებენ.
ევროზე მოხვედრა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა და ძალიან მიხარია. ჩამოვედი საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ნაკრები შეძლებს შეუძლებელს, დავამარცხებთ პორტუგალიას და გავალთ შემდეგ ეტაპზე. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებენ მოგებისთვის. იმედია, სპორტული იღბალი მათ მხარეს იქნება. ბურთი მრგვალია და მე დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. მინდა, რომ ამ ისტორიულ მომენტში ვიყო ჩვენს ნაკრებთან ერთად”, – ამბობს მერაბ დვალიშვილი.
