«დარწმუნებული ვარ, ეკლესია და სახელმწიფო ეხლაც ღირსეულად, ერთმანეთის მოსმენით და ქრისტეს შეგონებით, აირჩევენ სწორ გზას»-მეუფე იაკობი

0
365

მეუფე იაკობის განცხადება:

«ჩვენი ერის ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა ეკლესიის და სახელმწიფოს დაპირისპირების მცდელობა.
ახლაც არსებობენ ძალები , რომლებიც ცდილობენ, ეკლესია გამოიყენონ სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ეკლესიის კარი ღიაა ეკლესიის შვილებისთვის. ეკლესია და სამღვდელოება, ყოველთვის ეცდება თავისი სამწყსო დაიცვას შეცდომებისგან.
მე რამდენიმე ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ტელეარხს. ორი მათგანი, რომელიც ჩაწერა რუსთავი2-მა და ტვ პირველმა, როგორც ანონსებიდან ვიხილე, დღეს გავა ეთერში. ინტერვიუს სულისკვეთება სრულად არის აცდენილი დაანონსებული გადაცემისაგან.
თემების მგძნობიარობიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ჩემი სათქმელი შეულამაზებლად და დაუმახინჯებლად უნდა მივიდეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან. ამის გამო გთავაზობთ ინტერვიუების სრულ ვერსიებს, როგორც რუსთავი 2-თან, ასევე ტვ პირველთან.
დარწმუნებული ვარ, ეკლესია და სახელმწიფო ეხლაც ღირსეულად, ერთმანეთის მოსმენით და ქრისტეს შეგონებით, აირჩევენ სწორ გზას.»-განცხადა მეუფე იაკობმა.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ