covid-19

“დარჩით სახლში…”-პაატა იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს:

“რეკომენდაცია ყველასათვის იგივე რჩება. ეს არის – პირველ რიგში სოციალური დისტანცირება. ეს არის ახლა მთავარი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს მაქსიმალურად. დარჩით სახლში – ეს არის დღეს ყველაზე მთავარი, რაც უნდა გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ. ამ დაავადებასთან მთავარი ბრძოლა დღეს არის სოციალური დისტანცირება. რა თქმა უნდა, მივეჩვევით ყველა სოციალური დისტანცირების წესებს. ერთ დღეში ძალიან რთული, ადამიანები ამას მიეჩვიონ. ამავე დროს, მეორეც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობის არც ერთი ჯგუფი არ უნდა გახადოთ სტიგმატიზაციის მსხვერპლი. სოციალური დისტანცირების წესები ყველამ უნდა დაიცვას, მათ შორის თქვენც. წესები კიდევ უფრო გამკაცრდება. ყოველდღიურად ვინც არღვევს ამ წესებს, ისინი დაისჯებიან”-განაცხადა პაატა იმნაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

სასიხარულო ამბავი: კორონავირუსისგან უკვე მეათე ადამიანი გამოჯანმრთელდა-პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა

Joni Kvaracxelia

აშშ-ში ეროვნულმა დემოკრატიულმა კომიტეტმა კორონავირუსის გამო ყრილობა ივლისიდან აგვისტოსთვის გადადო

Joni Kvaracxelia

COVID-19-ის ვაქცინის შემქმნელმა იმუნიტეტის მოქმედების ხანგრძლივობის ვადა დაასახელა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი