სკანდალი

დაპირისპირება მთავრობაში-პრემიერმა ეკონომიკის მინისტრს თანამდებობის დატოვების შესახებ შეუთვალა

«თაიმერის» წყაროს ინფორმაციით საქართველოს პრემიერ, მამუკა ბახტაძესა და ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა.

როგორც სამთავრობო წყარო იუწყება, მამუკა ბახტაძემ, ქობულიას თანამდებობის დატოვების შესახებ შეუთვალა. „განცხადებას არ დავწერ და თუ მაგარი ბიჭი ხარ, მომხსენი“ –  უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა.

წყაროს ინფორმაციით მამუკა  ბახტაძეს, ეკონომიკის მინისტრის  გაშვების  დავალება ბიძინა ივანიშვილმა მისცა, როგორც კულუარული ინფორმაციით ირკვევა, ქობულიას შემცვლელად ნათია თურნავას ამზადებენ.

წყარო «თაიმერთან» საუბრისას აცხადებს, რომ თურნავა ყველაფრის უსიტყვოდ შემსრულებელია და თან ივანიშვილის ნათესავი უჩა მამაცაშვილიც ლობირებს.

პრემიერის მოთხოვნას არ დაეთანხმა ეკონომიკის მინისტრი და  შეუთვალა ჩემი სურვილით გადადგომის შესახებ განცხადებას არ დავწერო და თუ მაგარი ბიჭი ხარ, გამანთავისუფლეო-აცხადებს «თაიმერის» წყარო.

Loading…

მსგავსი პოსტები

რა წილებს ფლობს საქართველოს პარლამენტის წევრი, გია ვოლსკი?

ივანიშვილის კიდევ ერთი აფიორა

რატომ თქვეს უარი ელჩებმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წასვლაზე, სადაც განიხილება სკრიპალის საქმე?

დატოვე კომენტარი