თბილისის მეტროში შეფერხებაა. მატარებლები დაახლოებით 30 წუთია გაჩერერებულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
“დაახლოებით ნახევარი საათია, რაც სადგურის მოედანზე ვართ გაჩერებული. დისპეჩერმა გასცა ბრძანება, რომ ყველა მატარებელი გაჩერებულიყო. არ ვიცით მიზეზი, რის გამო გავჩერდით“, – განუცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა “ინტერპრესნიუსს“.
ამ ეტაპზე საბურთალოს ხაზზე მოძრაობა მთლიანად აღდგენილია.
Loading…
