„ჩემთან თანამშრომლობს „ქართული ოცნება” თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან?“, — ამ სიტყვებით უპასუხა გია გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას, თანამშრომლობს თუ არა ის „ქართულ ოცნებასთან”.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ის ბერლინის კედელზე „სიყვარულის“ დაწერის გამო დააჯარიმა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გრიბოედოვის ძეგლის დაზიანების გამო არ დაუჯარიმებია, რაც ნათლად აჩვენებს, რეალურად ვინ ვისთან თანამშრომლობს. „ადამიანი „შიზოფრენიკი“ უნდა იყო, რომ ვერ ხვდებოდე. დამაჯარიმეს ვანდალიზმისთვის. გრიბოედოვის ძეგლი გადაღებეს, რაღაც უშვერი სიტყვები ეწერა და კაციშვილს არავინ არ დაუჯარიმებია და ჩემთან თანამშრომლობს „ქართული ოცნება” თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან?“ რაზე მეტყველებს ეს? ბერლინის კედელზე დავწერე ღმერთი სიყვარულია. სიყვარული დავწერე და მაჯარიმებენ და იმათმა რაები აკეთეს, ყველამ იცის და არაფერი გაუკეთებიათ”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.