მსოფლიოშიპოლიტიკა

დაკავებულმა მალის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა

მალის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტამ, რომელიც ამბოხებულმა სამხედროებმა დააკავეს, გადადგომის შესახებ განაცხადა.

სატელევიზიო მიმართვისას კეიტამ ასევე მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის შესახებ გააკეთა განცხადება.

„მე არ მინდა, რომ ხელისუფლებაში ჩემს შესანარჩუნებლად სისხლი დაიღვაროს. თუ დღეს, ჩვენი შეიარაღებული ძალების გარკვეულ ნაწილს სურს, რომ ეს მათი ჩარევით დასრულდეს, მაქვს მე რეალურად არჩევანი?“ – აღნიშნა კეიტამ.

გუშინ, 18 აგვისტოს მალის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა და პრემიერ-მინისტრი ბუბუ სისე ამბოხებულმა სამხედროებმა დააკავეს და ბამაკოს მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ქვეყნები, სადაც არ არის კორონავირუსი

ნავალნის მორიგი, ახალი სასიამოვნო აქტიურობა სოცქსელში

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დაიწყო მოლაპარაკებების III რაუნდი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის

დატოვე კომენტარი