Reuters-ის ცნობით თეთრ სახლზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი აშერ ჯალალ თაჰები დააკავებულია და მას ბრალი უკვე წაუყენეს.
აშშ-ის ფედერალური პროკურატურის თქმით ის პრეზიდენტის რეზიდენციის შესასვლელის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით აფეთქებას, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით შენობის შტურმით აღებას გეგმავდა. ის დაკავებულ იქნა ჯორჯიას შტატში.
21 წლის ბრალდებულმა, რომელიც მეგობრების თქმით რადიკალური შეხედულებებით გამოირჩეოდა საკუთარი ავტომობილი გაყიდა, მყოდველი კი ფედერალური სააგენტოს აგენტი აღმოჩნდა, რომელიც მას სხვა სახელით გაეცნო და მისდამი ნდობა მოიპოვა. ეჭვმიტანილმა აგენტს საკუთარ გეგმებზე უამბო, რაც გახდა მისი გაკავების მიზეზი.
სწორედ ამ გზით შეიტყო გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, რომ აშერ ჯალალ თაჰები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაზე თავდასხმას აპირებდა.