დაინახე, აღმოაჩინე, დააფიქსირე და შეინახე – ფოტოგრაფები ჩვენს ობიექტივში

1
358

ფოტოების გადაღება ყველას უყვარს, ნაირ-ნაირი და ლამაზი კადრები, თუმცა ცოტა თუ ხვდება, რა იმალება ამ ფოტოების მიღმა, რამხელა ისტორია, სევდა, ბედნიერება, წარმატება ან შრომა, რომელსაც ფოტოგრაფები თითოეულ კადრში დებენ.

კადრი, რომელიც რჩება ისტორიას, კადრი, რომელიც გვანახებს ბუნების სილამაზეს, კადრი, რომელიც გვარწმუნებს თითოეული ინდივიდის მნიშვნელობაზე და კადრი,რომელშიც პორტრეტის სახით წარმოდგენილია ის, რაც დაინახა ფოტოგრაფმა ფოტოს გადაღების დროს.

დღეს ამ სტატიაში წარმოგიდგენთ სამ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ფოტოგრაფს, რომლებსაც აერთიანებთ ერთი და მთავარი საკუთარი – კამერა და ობიექტივი.

Merabi Eminashvili-ს ფოტო.

 

მერაბ ემინაშვილი – ფოტოგრაფი

როდის აღმოაჩინე, რომ ფოტოების გადაღება გხიბლავდა? რა გახდა შენი ინსპირაციის წყარო??

ძალიან საინტერესოა, რადგან ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა ჩემი, როგორც ფოტოგრაფიისადმი ინტერესზე, თუმცა ინსპირაციის წყარო უფრო მოგზაურობაა, ლაშქრობა, ბუნებაში ხეტიალი. სწორედ ბუნების სილამაზემ და ჩემი ხეტიალის აღბეჭვდამ შემიყვანა ფოტოგრაფიის სფეროში… ნელ-ნელა მივხდვი, რომ ლაშქრობას და მოგზაურობას ნამდვილად სჭირდებოდა ფოტოგრაფია, რაც მე დიდ სიამოვმებას მანიჭებდა.
შენი ყველაზე დიდი პროფესიული სურვილი თუ ამბიცია?
სურვილი და ამბიციები არ დაილევა. ვიტყვი, რომ ყველა ფოტოგრაფის სურვილია ჰქონდეს თავისი სტუდია და თავისი სერვისი, თუმცა ამის გარდა ჩემი ყველაზე დიდი სურვილია შევქმნა, გადავიღო, დავიჭირო მიმენტი ისეთი კადრის, რაც ჩემს მიღვაწეობას ხალხში დასამახსოვრებელს გახდის.
იზიარებ თუ არა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ კარგი ფოტო მეტწილად მაინც ხარისხიან ფოტოტექნიკაზეა დამოკიდებული? თუ შესაძლებელია ფოტოგრაფის ხედვამ ყველაფერი დაჯაბნოს?
მოდი აქ გამოვიყენებ გავრცელებულ ფრაზას: “მთავარი არა ტექნიკა, არამედ იდეაა”. მე ვფიქრობ, რომ ფოტოგრაფია ძვირად ღირებულ ტექნიკებზე და აპარატებზე არ არის დამოკიდებული. ფოტოგრაფია არის სინათლით ხატვის ტექნიკა და რა მნიშვნელობა აქვს მხატვარი ძვირად ღირებული ფანქრით შექმნის ნახატს თუ ჩვეულებრივი ფანქრით. მთავარი იდეაა, რას ხედავ, რისი გადმოცემა გსურს, რა აზრი დევს შენს შემოქმედებაში. კი რა თქმა უნდა მსოფლიო ვითარდება, იქმნება ერთმანეთზე უკეთესი ფოტო კამერები თუ სხვა ტექნიკა და ჩევნც ფეხი უნდა ავუწყოთ, მაგრამ შენი შინაგანი სამყაროს გადმოცემა რასაც ფოტოში დებ არარის დამოკიდებული ძვირად ღირებულ ტექნიკაზე.
რა ან ვინ შეიძლება გახდეს შენი ობიექტივის მთავარი გმირი?
ხო, ცოტა დასაფიქრებელი პასუხია. ჰაჰა..(იცინის) მოდი ვიტყვი ჯერ არ მყავს “ჩემი ობიექტივის მთავარი გმირი”, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ადგილს ულამაზესი ქალი (გოგო) დაიკავებს… სამყარო ქალის გარეშე არაფერია. უმეტესად მხატვრები მათ სამყაროში ხედავდნენ საკუთარ მუზას, და მათი შთაგონებით იქმნებოდა, იქმნება, იწერებოდა და იწერება სამყაროში არსებული ყველა ხელოვანის შემოქმედება.
რა კვალი დატოვა კარანტინა შენს ფოტოებზე და რამდენად აისახა ეს პერიოდი შენს ფოტო ობიექტივში??
მივხდვი, რომ სამყარო ადამინების გარეშე არაფერია და ადამიანები სამყაროს გარეშე არაფერსაც არ წარმოადგენენ. ეს ერთგვარი ჯაჭვია ცხოვრების. წარმოიდგინე ადგილი, სადაც მხოლოდ მცენარეები და ცხოველები არიან. შეიძლება ვინმემ თქვას ცხოველიც ხომ ცოცხალი არსებააო თუმცა მე ვიტყვი რომ მათ ინსტიქტების გარდა არაფერი გააჩნიათ. სამყაროში ყველაზე მთავარი რა არის?! სიყვარული, ადამიანს შეუძლია უყვარდეს. მაგრამ ამავდროულად მას შეუძლია ბუნებას ბევრი ზიანი მიაყენოს, რასაც ბუნებას ვართმევთ ის ათასჯერ უარესად გვიბრუნდება. ეს ფაქტი ჩემს ობიექტივშიც აისახა. მე გადავიღე ვიდეო, ქუჩის ფოტოგრაფიაზე სწორედ ამ პანდემიის ჟამს და ნათლად გამოჩნდა სამყარო ადამიანების გარეშე.

                                                 
რა ჟანრის ფოტოების გადაღება გიყავრს ყველაზე მეტად და რატომ??
ძალიან მიყვარს პორტრეტების გადაღება, რადგან კარგად ჩანს ადამიანის ბუნება, დამოკიდებულება, შინაგანი სამყარო. ეს ხაზს უსვამს, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, რაც უფრო საინტერესოს ხდის ამ გადაღების ჟანრს.
როდის მიხვდი, რომ ფოტოგრაფია მხოლოდ ჰობი არ იყო და მას სერიოზულად განიხილავდი შენი პროფესიის ნაწილად??
დაახლოებით 4 წელის წინ შევიძინე პირველი კამერა , რა თქმა უნდა თავიდან მხოლოდ ლაშქრობების დროს ვიყენებდი მას. თუმცა იმდენად შემითრია და იმდენად ახლოს აღმოჩნდა ეს ორი საქმე ( ხეტიალი და მისი აღბეჭვდა), რომ ვცადე სხვადასხვა კადრებიც აღმებეჭდა, როცა მე წავაწყდი ავსტრალიერი ფოტოგრაფის North Border- ის გადაღების სტილს მივხდვი რომელ მხარესაც მიდიოდა ჩემი ფოტოგრაფიის საქმიანობაც. შევიძინე ახალი კამერა, დავიწყე გადაღებებზე სიარული და უფრო ღრმად შევაბიჯე ამ სფეროში ფეხი.
შესაძლებელია ფოტოგრაფიის სწავლა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ხელოვნების ან საგნის?
სწავლა ყველაფრის შესაძლებელია.მაგრამ არა ერთდროულად. ბევრ პრაქტიკას მივყევართ პორფესიონალობამდე.
და ბოლოს რა ქმნის შენს ფოტოგრაფიას შენივე ფოტოგრაფიად, რა ხელწერა გაქვს?
ძალიან საინტერესო კითხვაა. მე მიყვარს ფერებით თამაში. ჩემს მიერ გადაღებულ ყველა ფოტოზე ვაკეთებ მცირე ფერების კორექტირებას მაინც, თუ როგორ მოუხდება ეს აღბეჭდილ კადრს მისი მიხედვით “ვაედითებ”. ხელწერა შეიძლება ყველა ფოტოზე განსხვავებული იყოს, მაგრამ ალბათ უფრო კარგი იქნებოდა ერთი ხელწერა სხვა ფოტოგრაფების აზრით, მაგრამ ეს ერთგავრი ფერების არევა ხდის ჩემს ფოტოებს უფრო განსხვავებულს ერთმანეთისაგან, რადგან სხვადასხვა ფოტოში სხვადასხვა აზრი დევს. ასე, რომ არა მაშინ ხომ ყველაფერი ცხოვრებაც ერთფეროვანი გახდებოდა. ზოგჯერ პუბლიკის აზრის მიხედვით ადებ ფოტოს ფერებს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მე უნდა მომწონდეს და შემდეგ ხალხს. ძალიან რთულია ოქროს შუალედის დაჭერა, ეს თუ მოვახერხე ძალიან საინტერესო იქნება.
                                               

 

Levan Zhvania-ს ფოტო.

 

ლევან ჟვანია – ფოტოფრაფი

როდის აღმოაჩინე რომ ფოტოების გადაღება გხიბლავდა? რა გახდა შენი ინსპირაციის წყარო?

ერთხელ გზაზე მივდიოდი და ბევრი მერცხალს თავი მოეყარა ერთ ხეზე, ისეთი ლამაზი და სასიამოვნო გადასაღები იყო ეს ყველაფერი, რომ დავრწმუნდი კამერა ჩემი თანმდევი უნდა ყოფილიყო, რათა მქონოდა შესაძლებლობა მსგავსი შესანიშნავი კადრის დაფიქსირების.
ვინ ან რა შეიძლება გახდეს შენი ობიექტივის მთავარი გმირი??
ყველა და ყველაფერი, რაც ერთად ქმნის შთამბეჭდავ გარემოს, რაც სასიამოვნოს გახდიდა ჩემთვის ფოტოების გადაღებას, თუმცა ურსულა კობეროს გადავუღებდი დიდი სიამოვნებით (იცინის).
რა მიზეზებმა განაპირობა შენი პროფესიული არჩევანი?
კამერა მქონდა და ჩემ ნათესავს გადავუღე ბოლო ზარის ფოტოები, იმდენად შთამბეჭდავი იყო ეს გარემო, ფოტოები და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ სერიოზულად მომეკიდა ფოტოგრაფიისთვის ხელი და რაც მთავარია მექცია ჩემი ცხოვრების მთავარ მეგზურად.
რას ურჩევდი დამწყებ ფოტოგრაფებს??
იყვნენ მაქსიმალურად ინდივიდუალურები, ეს ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანია, გქონდეს შენი ხელწერა თითოეულ ფოტოზე, ისე როგორც ამ ყველაფერს ვხედავ და აღვიქვამ მე და არავინ სხვა ასე. ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანია გულით გიყვარდეთ ეს საქმე.
ფოტოგრაფია გეხმარება მატერიალურად ? შენი ფოტოები ჩემთვის პირადად არის ნამდვილად შთამბეჭდავი, რისი გადაღება გიყვარს ყველაზე მეტად?
კი როგორ არა, იქიდან მაქვს ძირითადი შემოსავალი ყველაზე მეტად მიყვარს პეიზაჟის გადაღება, რადგან ამ დროს კიდევ ერთხელ ვრწმუნდები თუ რაოდენ დიდი სილამაზე და საუნჯე არსებობს ჩვენს გარშემო, რომელიც საჭიროებს გადაღებასა და დაფასებას.

                                                  

Tinatin Gviniashvili-Chkhikvishvili-ს ფოტო.

 

თინათინ ღვინიაშვილ-ჩხიკვიშვილი – ფოტოგრაფი


როდის აღმოაჩინე რომ ფოტოების გადაღება გხიბლავდა? რა გახდა შენი ინსპირაციის წყარო?
ბავშვობიდან მიტაცებდა ფოტოების გადაღება; მახსოვს ვინმეს თუ აპარატი ჰქონდა სულ მათ ვთხოვდი რომ რამიმე დამეფიქსირებინა. განსაკუთრებით ბუნების სიყვარულმა მიბიძგა ფოტოგრაფიისკენ.
რატომ არის შენი ობიექტივის მთავარი გმირი ბუნება??
ჩემი აივნიდან არის ბრწყინვალე ხედი – კავკასიონი, ალაზნის ველი და თელავი წითელ კრამიტიანი ძველისძველი სახლებით. აი, ამ ყველაფერს რომ უყურებ ბავშვობიდან უბრალოდ სხვანაირად წარმოუდგენელია.
კადრი, რომელიც ამ ბოლო დროს ყველაზე ხშირად გახსენდებათ?
თელავის ყველაზე ხმაურიანი ქუჩები რომლებიც დაცარიელებული იყო კოვიდ19ის აკრძალვების დროს.
კორონამ, კარანტინმა, პანდემიამ, ჩაკეტილობამ რა კვალი დატოვა შენს ობიექტივში, როგორც ფოტოგრააფი როგორ აღიქვამდი ამ ყველაფერს?
როგორც ყველასთვის ჩემთვისაც საკმაოდ უცნაური იყო, უცბად შეიცვალა ცხოვრების სტილი, ბევრი რამე შეიზღუდა და უფრო ხვდები და აფასებ რამდენად კარგია თავისუფლება. მინდოდა დამეფიქსირებინა ამ ვირუსით გამოწვეული უჩვეულო ცხოვრების წესი, ვიღებდი დაცარიელებულ ქუჩებს, სკვერებს, პარკს და ადამიანებს რომლებიც მიიჩქაროდნენ ან მაღაზიისკენ, ან აფთიაქისკენ.
თიკო არის იმის შანსი რომ ათასი კადრი არ დაგჭირდეს და ზუსტად იცოდე რას იღებ??
დიახ, არის ისეთი დღეები როცა ზუსტად მაქვს გადაწყვეტილი რა მოხვდება ჩემს ობიექტივში, ამიტომ ბევრჯერ ღილაკის დაჭერა არ მიწევს.
არის თუ არა ფოტოგრაფია შენთვის რეალობის ასახვის მცდელობა?
მე ვიღებ იმას რასაც ვხედავ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რადგან რეალობა ქმნის ფოტოგრაფიას და ფოტოს მეტად საინტერესოს და მიმზიდველს აუდიტორიისთვის.
რის თქმა სურს თიკო ღვინიაშვილ-ჩხიკვიშვილს საკუთარი ფოტოებით?
იმ სილამაზის რაც ჩვენს გარშემოა, და ზოგჯერ შეუმჩნეველი. იმ სამყაროსი სადაც ვცხოვრობთ. რა მრავალფეროვანი და მშვენიერია ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კუთხე, ჩვენი თელავი. იმ ბუნებას ვიღებ, რომელსაც ხშირად ადამიანები ანადგურებენ ძალით თუ უნებლიეთ. მე მათ ვეუბნები, რომ ეს არ უნდა ქნან, ეს დანაშაულია, წაართვა ბუნებას სიცოცხლე.

                                                   

ფოტოგრაფია მათი ცხოვრების წესია, სამივე რესპოდენტი თანხმდება, რომ ეს მათთვის ყველაზე საინტერესო და თავგადასავლებით სავსე სფეროა, სადაც შენი მიზანია დაინახო, აღმოაჩინო, დააფიქსირო და შეინახო ის, რასაც ვერ ხედავს სხვა და ხედავ მხოლოდ შენ.

მათთვის თითოეული ფოტოს გადაღება უდრის ერთ დიდ შტორმს, რომლის მმართველები და ლიდერები თვითონ არიან.

ვანო გომურაშვილი
http://paqtebi.ge

Loading…

1 კომენტარი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ