სხვადასხვა

დაილუქა კლუბი რომელიც აღნიშნულ რეგულაციებს არ ემორჩილებოდა

შსს აცხადებს, რომ კლუბს, რომელიც დაჯარიმების მიუხედავად, მუშაობას მაინც აგრძელებდა, საქმიანობა შეუჩერა.

უწყების ცნობით, გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე კლუბი ხმის ჩამწერი სტუდიის სახელით იყო შენიღბული.

შსს აცხადებს, რომ კომპანია კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შეუსრულებლობისთვის შრომის ინსპექციამ ნოემბრის თვეში 2-ჯერ, 10 000-10 000 ლარით დააჯარიმა. ასევე დადგინდა, რომ ჯარიმის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კომპანიამ რამდენჯერმე შეიცვალა სახელი და ღამის კლუბმა კვლავ განაგრძო მუშაობა.

«ინ და ჰაუსი აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, კერძოდ, ფუნქციონირებდა ღამის კლუბი და ბარი, სადაც მოქალაქეები 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ.

აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ინ და ჰაუსის მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე შპს ,ინ და ჰაუსში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს». — აცხადებს უწყება

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«პარლამენტში სპეცრაზმი შეიყვანეს და სარდაფი იარაღითაა სავსე !» (ვიდეო)

ლგბტ თემის მხარდასაჭერ აქციაზე სროლა იყო-არიან დაშავებულებიც (ვიდეო)

ამ წუთას ზვიად კუპრავა სასტიკად ცემეს

დატოვე კომენტარი