«დავურეკე და ვანუგეშე…ძალიან მძიმე ხვედრი ჰქონდა მას»-პატრიარქი ჯუმბერ პატიაშვილზე

0
228

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე  1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას იხსენებს.  პატრიარქმა იმ დროს ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილიც გაიხსენა.

«ყველაზე მძიმე იყო მდგომარეობა ჯუმბერ პატიაშვილის. ზოგი ამბობდა და მეც ვამბობდი, რომ თვითონ მთავრობა ჩამოსულიყო. მე დავურეკე და ვანუგეშე. ძალიან მძიმე ხვედრი ჰქონდა მას და ფიქრობდა თვითმკვლელობაზეც კი…

„ჩემთან შუაღამისას მოვიდნენ გორგოძე და ღუდუშაური მერაბი. მითხრეს, რომ ეს საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, რომ წავსულიყავი და მიმემართა ხალხისთვის.

ძალიან მიჭირდა. ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მოვუწოდე, რომ შესულიყვნენ ქაშუეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ.

როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, გაჩუმდნენ, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე დაიყვირეს – არა!»- იხსენებს კათოლიკოს პატრიარქი ტელეკომპანია „იმედთან“

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ