ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა შეურაცხყოფილად გრძნობს თავს პარლამენტის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადების გამო და მას 4 დღეს აძლევს იმისთვის, რომ ბოდიში მოუხადოს ყველა გმირსა თუ მებრძოლს უკრაინაში თუ სხვა ცხელ წერტილებში. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
«ამოვიდა ყელში!
ალუდა ღუდუშაურო!
მოიხადე საჯარო ბოდიში ყველა იმ მეომრის წინაშე, ვისაც არაკაცურად კიკუ უწოდე!
გაძლევ ამისთვის 4 დღეს.
რატომ 4 დღეს? უბრალოდ საქართველოში არ ვიქნები 4 დღე.
თუ მანამდე ბოდიშს არ მოუხდი ცოცხალ და გარდაცვლილ მეომარ გმირებს, მოვალ პარლამენტთან, (არ იდარდო, ზურგიდან არ მოგეპარები, არ დაგიდარაჯდები,)მთავარ შესასვლელთან, იქ დაგელოდები, შენთან შეხვედრას მოვითხოვ, საჯარო შეხვედრას, ვისი თანდასწრებითაც გინდა.
რამდენი ხანიც დაჭირდება, იმდენ ხანს დაგელოდები.
საჯაროდ შეგხვდები და ჩემ სათქმელს საჯაროდ, სახეში გეტყვი, თუნდაც ამის მერე შენმა ქოცსასამართლომ ციხეში გამიშვას.
მიღირს.» — აცხადებს დავით ქაცარავა.
Loading…