ანტისაოკუპაციო მოძრაობის «ძალა ერთობაშია» ლიდერის, დავით ქაცარავას გირაო ცნობილმა მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა გადაიხადა.
აღნიშნულ ინფორმაციას დავით ქაცარავას მეუღლე სოფია ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:
«მარტო არ ვართ ამ ბრძოლაში!!!!
ანიტა რაჭველიშვილმა და მისმა ოჯახმა საკუთარი სურვილით გადაწვიტეს დათოს აღკვეთის ღონისძიების გირაოს თანხის დაფარვა.
სიტყვები არ მყოფნის ამ ადმიანების გულისხმიერების და ზოგადი სიკეთის აღსაწერად.
არავინ იფიქროს, რომ ახლობლები არიან. მე ფოტოები რომ დავდე, მაშინ გავიცანი ანიტა, დათო პირადად არასოდეს შეხვედრია.
შარაშან ანიტა და ოთო ატოცში ყოფნისას ბიჭებს დისტანციურად ეხმარებოდნენ, ათობით თბილი ნივთი შეუძინეს, ამხნევებდნენ. ჩვენ მარიამთან, ოთოს დაიკოსთან დავმეგობრდით. ლამაზი, ხალისიანი,,გულიანი. შარშან ატოცში ერთად შევხვდით ახალ წელს.
დიდი მადლობა!!!»- წერს სოფია ხაჭაპურიძე.