პერსონასოცქსელი

დავით საყვარელიძე საკუთარ სიტყვებს განმარტავს

ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოში გამოქვეყნდა უკრაინაში მოღვაწე, ქართველი პოლიტიკოსის. დავით საყვარელიძის ინტერვიუ. თუმცა ამ ინტერვიუმ ბევრი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში. იმისათვის, რომ უფრო დაეკონკრეტებინა საკუთარი აზრები, დავით საყვარელიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა წერილი-განმარტება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია 2 დღოს წინ ჩემმა ერთიერთი სააგენტოსთვის მიცემულმა კომენტარმა. შეკითხვა ეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მომავალ კანდიდატურას.
სამწუხაროდ, სააგენტომ ჩემი უწყვეტი და სრული კომენტარის ნაცვლად, დაჭრილ-მიკერებული მონოლოგი გამოაქვეყნა on.ge ზე და შემდეგ alia.ge ზე (ამ უკანასკნელმა ფაქტმა საერთოდ გამაოცა, ჩემი ამ მედია რესურსიადმე დამოკიდებულების გათვალისწინებით).
დამახინჯებული შინაარსის გამო, სააგენტოსგან მოვითხოვე სრული და უცვლელი ტექსტის გამოქვეყნება. რაც სამწუხაროდ დღემდე არ მოხდა.
ამ სტატუს არ დავწერდი, რომ არა “მთავარი”-ს ეთერში, ჩემგან პატივსაცემი ჟურნალისტის მიერ ღამის პოლიტიკურ გადაცემაში გაჟღერებული, ჩემთვის სიმართლე გითხრათ, გასაკვირი და გულდასაწყვეტი შეკითხვა ენმ ის წარმოამდგენლის მინართ, თითოს მე მხარს არ ვუჭერ ენმს და მასში განხეთქილებაა. მით უფრო, რომ ჩემთან რაიმე ფორმით ამ საკითხის გადამოწმება ან დაზუსტება არ მომხდარა. ან როგორ უნდა მოვახდინო განხეთქილება ენმში, როდესაც პარტიის არც მართვაში და არც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვმონაწილეობ აგერ უკვე მერქვსე წელია.
ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალე განვმარტო ის რაც ჩემთვის 2+2 ია: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უბრალოდ პარტია არ იყო და არ არც მომავალში იქნება. ენმში ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე და მერგო პატივი, ძალიან მთულ წლებში, ბევრ ღირსეულ ადამიანთან ერთად მხარდამხარ მებრძოლა. სიმართლე გითხრათ, არც ახლა და არც აქედან შემიწყვეტია საქართველოსთვის ბრძოლა. ენმმა და მისმა ლიდერმა შეძლო შეექმნა საქართველოს ისტორიაში პორველი, თანამედროვე ქართული სახელწოფოს პირველი ჩანასახი და ეხლაც, ამდენ ქარცეცხლგამოვლილი, რჩება საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად და ფაქტორად.
კომენტარში ვთქვი და კიდევ ერთხელ აქაც გავიმეორებ, რომ საპარალლამენტო სისტემაში, პარლამენტში ხმათა უმრავლესობის მომპოვებელ ნებისმიერ პარტიას უფლება აქვს დააყენის პრემიერ-მინისტრის თავისი კანდიდატურა.
ეჭვი არ მეპატება რომ ეს პოლიტიკური ძალა სწორედ ენმი იქნება. შესაბამისად დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელებას. არც ისე შორია)
რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ამ ურთიერთობას ძალიან ვაფასებ და ვუფთხილდები. ძალიან მინდა და დარწმუნებულიც ვარ, მისი ნათელი გონება და ენერგია საქართველოს სიბნელიდან გამოყვანას და აღმშენებლობას მოხმარდება. აქვე გავიმეორებ, რომ მასაც წარმატებას ვუსურვებ თავის გუბდთან ერთად. დარწმუნებული ვარ, სწორ მხარეს დადგება✊🏻✌🏻
საქართველოში მალე გათენდება❤️🇬🇪” – წერს დავით საყვარელიძე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს არააა…როგორ ვიცხოვრო უშენოდ შვილო”-ჯაბა ბოჯგუას დღეს დაკრძალავენ

roma sajaia

“სერგეი გავრილოვი აფხაზეთში ქართველებს კლავდა…ესეთ ადამიანს როგორ აძლევთ უფლებას საქართველოში შემოვიდეს?”-დავით ქაცარავა

მთავარი არხის ხელმძღვანელობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის რეკლამირებაზე უარს ამბობს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი