ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრი და ამავე დროს პარლამენტის წევრი ოთო კახიძე, საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
«საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ :
1. დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში მონაწილეობდა პირი, რომელსაც აფარებდნენ ხელს — ეს არის მ.კ.;
2. სუბელიანი საქმეს ალაგებდა მისი შვილის დეიდაშვილის — მ.კ.-სთვის პასუხისმგებლობის ასაცილებლად;
3. მ.კ.-ს და მირზა სუბელიანს ხელს აფარებდნენ — გამომძიებელი ფიფია, პროკურორი ფხაკაძე და მთავარი პროკურორი — ირაკლი შოთაძე.
ეს არის მოკლედ,» -წერს ოთო კახიძე.