პროტესტი

დავით კირკიტაძე 5000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილეობის საქმეზე დეპუტატ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო განუსაზღვრა.

პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მისი მოთხოვნა იყო, მოსამართლეს კირკიტაძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა.

სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძემ სიტყვით მიმართა მოსამართლეს და აღნიშნა, რომ ბრალდებას არ ეთანხმებოდა.

„არ მჯერა თქვენი სამართლის და ამ ფარსში არ მივიღებ მონაწილეობას. თავისუფლება მიშას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

Loading…

მსგავსი პოსტები

საპროტესტო აქცია საოკუპაციო ხაზთან

Joni Kvaracxelia

ევროპის გავლენიანი პარტიები ბელარუსში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

FREE MISHA!! — 17 ქვეყანაში ჩატარებული საპროტესტო აქცია

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი