განცხადება/მიმართვა

«დავით გარეჯი გაყიდა სააკაშვილმა…2 კი არა, 22 კაცი უნდა გახდეს დასაჭერი»

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა:

«წლების განმავლობაში მე პარლამენტის ტრიბუნიდან ვითხოვდი იმ პერიოდის კომისიის შესწავლას. რა იყო, არჩევნები მოახლოვდა და ახლა გაახსენდა „ქართულ ოცნებას“ დავით გარეჯი?

მე ხასგასმით ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ ალიევი არის გონიერი პრეზიდენტი. საქართველომ და აზერბაიჯანმა უნდა შეინარჩუნონ კეთილმეზუბლური ურთიერთობა, მაგრამ დავით გარეჯი გაყიდა სააკაშვილმა და ამაზე უნდა დაიწყოს ფართომასშტაბიანი გამოკითხვა. ორი კი არა, 22 კაცი უნდა გახდეს დასაკითხი და დასაჭერი.

დარწუმებული ვარ, არსებობს გარემოებები, რომელთა ირგვლივ გამოძიება მივა კონკრეტულ შედეგამდე. აბსოლუტურად შეიცვალა რეალობა საქართველოს საზიანოდ, როგორც მდინარეები იცვლის ხოლმე კალაპოტს, რატომღაც საქართველოს საზიანოდ. ასე დავკარგეთ ჩვენ ექვსი ჰექტარი საქართველო თურქეთის საზღვარზე. ვითომ მდინარემ შეიცვალა კალაპოტი საქართველოს საზიანოდ. მე მაინტერესებს, ეს მდინარეები საქართველოს სასიკეთოდ რატომ არ იცვლიან კალაპოტს?»- განაცხადა ინაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ უხდის მსოფლიო რაგბი საქართველოს ბოდიშს?

«ივანიშვილი ჭკვიანი კაცია…ბესელია ივანიშვილზე უნდა ლოცულობდეს»-გივი სიხაურლიძე

Joni Kvaracxelia

«ჩემი ნებით გავიხადე ის ფორმა, რომლის ჩაცმისთვისაც მთელს სამყაროს დავუპირსპირდი, გავიტანე, დავამტკიცე, ვაამაყე და ბოლოს მაინც დავნებდი»

1 კომენტარი

ლევან 07.10.2020 at 17:16

რა უსირცხვილო ადამიანი ხართ

Reply

დატოვე კომენტარი