ბაგრატოვანთა დინასტიაში სამეფო სკანდალი არ მთავრდება, ცოტა ხნის წინ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის, შვილის ცემის კადრების გამოქვეყნებით ემუქრება.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დავით მუხრანელი ცდილობს დაგვიყოლიოს, რომ დავა შევწყვიტოთ და ამას სხვადასხვა მეთოდით ახდენს. ჯერ სთხოვა ანას, შემდეგ თანხა შესთავაზა, რომ არ გაგვესაჩივრებინა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მას შემდეგ რაც მან უარი მიიღო, ბოლოს შემოგვითვალა მუქარა. თუ ერთი კვირის განმავლობაში არ შევწყვეტდით ყველა დავას, გაასაჯაროვებდაკომპრომატს ანას წინააღმდეგ. დავით ბაგრატიონის თქმით, მას აქვს მტკიცებულება ანას მიერ შვილის, გიორგის ცემის. მსგავსი რამ რეალურად არ არსებობს და ეს არის სიცრუე. სწორედ ასე გეგმავენ შავი პიარის აგორებას ახლა ანას წინააღმდეგ. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენზე ეს მუქარა არ გაჭრის და არანაირი დავის შეწყვეტას არ ვაპირებთ. მუქარის აუდიო ჩანაწერი არსებობს კანონიერი გზით მოპოვებული და აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ გავასაჯაროებთ. ჩანაწერში ვსაუბრობთ ორი ადვოკატი და დავით ბაგრატიონის ადვოკატი საუბრობდა სწორედ მისი სახელით“, — განაცხადალევან გორელაშვილმა.