დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა, მოგეხსენებათ მას ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს.
ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა და წასვლის მიზეზად დაასახელა, რომ ბაგრატიონ-მუხრანელმა გუშინ შეიტყო დედა ცუდად გაუხდა.
„როგორც კი ბატონი დავითი ჩავა ესპანეთში, ჯერ გზაშია, ჰოსპიტლიდან მოცემულ ყველა დოკუმენტაციას გავასაჯაროებთ. ის, რომ ასეთი ბრალდებები წამოვიდა მის შვილთან მიმართებაში, ამან იქონია სტრესული გავლენა მასზე, მიიღო ღამით შეტევა და გადაიყვანეს კლინიკაში. პირველი ბატონ დავითს გამოძიებისთვის არ შეუტყობინებია ქვეყნის დატოვების შესახებ, ამაში უკანონო არაფერი იყო, ის არ არის ძებნაში და შესაბამისად მან თავისუფლებად შეძლო საზღვრის გადაკვეთა,“- განაცხადა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა.
