«გირაო თუ ჩაირიცხება, მაშინ გავაკეთებთ კომენტარს, მაგრამ აქ მეორე საკითხი არის. აქ არის პირდაპირ ყველაფერი დამოკიდებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებაზე. როგორც დააკავეს ნიკა მელია და ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე უნდა გაათავისუფლონ და აქ არის ძალიან მარტივი მეთოდი. პროკურატურა უნდა შევიდეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით და დასრულდება ეს ყველაფერი. ასე რომ, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“. ევროკავშირი თუ გადმორიცხავს გირაოს, მაშინ პროკურატურა შევა სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, იურიდიულად ამას ნიკა მელიას თანხმობა არ სჭირდება»-განაცხადა «ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
Loading…