სოცქსელი

«დავბრუნდები სამხედრო ავიაციაში მოქმედი მფრინავის სტატუსით»-სამხედრო მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე

სამხედრო მფრინვი ეკატერინე ქვლივიძე აცხადებს, რომ ის  სამხედრო ავიაციაში მოქმედი მფრინავის  სტატუსით დაბრუნდება.

«მოკლედ, ჩამოთვლა მინდოდა, რაღაცნაირად ყველასთვის რომ მომეწვდინა ხმა, ვცადე, ვცადე და ბოლოს იყოს ასე… «ჩემებო»!, მოლაპარაკება შედგა, თავდაცვის სამნისტროს მხრიდან მაქსიმალური მზაობა იყო,იმისა რომ არსებული პრობლემა მოგვარებულიყო, მქონდა შესაძლებლობა ორმხრივი დისკუსიისაც, მათი მოსაზრების მოსმენისაც და ჩემი პოზიციის დაფიქსირებისაც. რაც დასაფასებელია, მნიშვნელოვანია და ნიშანია,იმისა, რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება, თუ ამის კეთილი ნება იქნება. შევთანხმდით, რომ სარჩელს გაიტანენ, მე მზაობა გამოვხატე სამხედრო აკადემიაში მოწვეული ლექტორის სტატუსით ჩემი სპეციალობის მიხედვით ლექციების წაკითხვაზე. ასევე თავდაცვის მინისტრის მიერ დაანონსებული შვეულმფრენების ესკარილიის თანამედროვე სტანდარტებით მოდერნიზების შემდეგ, პრაქტიკული ფრენების განხორცილების საშუალება რომ მექნება, დავბრუნდები სამხედრო ავიაციაში მოქმედი მფრინავის სტატუსით.ვინაიდან, ამ ყველაფერს სჭირდება, დრო და თან არც ისე მცირე….
მანამდე, ვაგრძელებ სამოქალაქო ავიაციაში მოღვაწეობას, კვირის ბოლოს ვგეგმავთ ღია კარის დღეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის კუთვნულ თელავის აეროპორტ «მიმინო»-ში, ვზრუნავთ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მუზეუმის დაარსებაზე, ვეძებ ექსპონატებს, ვსწავლობ ისტორიას, ვფიქრობთ ფორმატზე საქართველოს ავიაციის ისტორიის შემქმნელი დიადი ადამიანების შესახებ ინფორმაცია როგორ და რა სახით მივაწოდოთ მომავალ თაობას და მაშინ, როცა არ იქნება უჟმური წვიმა, «დიღმისეული» ქარი, ვულკანი, წარღვნა და უკუნეთი მშვიდად ვიფრენ და ვიმუშავებ, როგორც საკუთარ თავზე, ისე ჩემს საამაყო სტუდენტების ცოდნის გაღრმავებაზე.
მადლობა თანადგომისთვის, მადლობა საზოგადოებრივი ინტერესისითვის, მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ ყველას გზააბნეული გაზაფხულის დაბრუნებას საქართველოში:)
p.s.მუზამ თუ არ მიმატოვა, ხმალს მივაყუდებ და ფუნჯსაც ავიღებ:)»-წერს ეკატერინე ქვლივიძე

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ისტორიული ამბავი ხელოვნების მუზეუმზე

Joni Kvaracxelia

ირაკლი კიკნაველიძემ ევროპული საქართველო დატოვა

Joni Kvaracxelia

«მოხუცისთვის ერთ დღეში ნაჩუქარი ბედნიერება»

დატოვე კომენტარი