„იმედის კვირამ“ საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულ ადამიანთან სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა. ქალი, რომელსაც ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს ინფექციური საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს.
„მე დავამარცხე კორონავირუსი. თავს გადასარევად ვგრძნობ. სიცხე არ მაქვს. გუშინ გამომწერეს საავადმყოფოდან და ძალიან ბედნიერი ვარ“, – ამბობს გამოჯანმრთელებული.
ის ყვება, რომ ინფექციურ საავადმყოფოს ევროპიდან დაბრუნებიდან მეორე დღეს მიმართა, როცა სიცხე და ხველა დაეწყო. გამოჯანმრთელებული განსაკუთრებულ მადლობას უხდის ექიმებს და მოსახლეობას ანუგეშებს.
„ჩემს უსაყვარლეს საქართველოს მოსახლეობას მივმართავ, რომ არ შეგეშინდეთ, მეგობრებო. იყავით მხნედ, იყავით მაგრად, არ აჰყვეთ ნერვიულობას. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ გვიცავს ჩვენი ძალიან მაგარი ჯანდაცვა და ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ექიმები. და უფლის წყალობით, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, – ამბობს ქალი.
იმედინიუსი
