სხვადასხვა

“დაგვიბრუნეთ მამა, ნუ დაგვაობლებთ”-დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის აქცია საპატრიარქოსთან

საპატრიარქოსთან  დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის აქცია მიმდინარეობს, რომლებიც მოითხოვენ საპატრიარქომ პატიმარი დეკანოზის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს მიმართოს.

“მას გადაწყვეტილი ჰქონდა და ეპისკოპოსებს უთხრა, რომ მიემართათ პრეზიდენტისთვის, წერილი დაეწერათ, მაგრამ ამ ქალბატონმა, რომელიც აქ მოკალათებულია, შორენამ პატრიარქის ნება-სურვილი გადაწონა და თავის ნება-სურვილზე წაიყვანა ყველა და ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩემი მოლოდინი არის ასეთი, რომ თუკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაიბრუნებს იმ ძალაუფლებას, რაც იურიდიულად მას გააჩნია ეკლესიაში, ამის შემდეგ, ჩემი აზრით, ჩემი ძმის შეწყალება მოხდება, მაგრამ სამწუხაროდ, სანამ ამ ქალბატონს სადავეები ხელში უჭირავს, მანამდე საქართველოს ეკლესიაში სიკეთე არ იქნება,” – განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც სკანდალურ ჩანაწერში ერთ-ერთი მონაწილეა პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

რუსეთში ინტიმური ადგილების გაპარსვის აკრძალვით დეპუტატმა კანონპროექტი კოლეგებს წარუდგინა

Joni Kvaracxelia

საქართველოში ორი მიწისძვრა ხუთ წუთში

დატოვე კომენტარი