«დაგვარბიეს, მიგვაყენეს ავტომატებით კედლებზე, ბავშვებიანად»-ესპანეთში ქართველები დააკავეს

0
319

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლებმა ბარსელონას სკოლის მიტოვებულ შენობაში სპეცოპერაცია განახორციელეს,   აღნიშნულ შენობაში ქართველი ემიგრანტები  იყვნენ შესახლებული, დაკავებულ ქართველებს გამოძიება  ქურდობა და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა ედავება;

«კურიერთან» ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ სპეცრაზმი შემოუვარდათ და კედლებზე ავტომატებით მიაყენეს.

„სპეცრაზმი შემოვიდა 200-მდე, დაგვარბიეს, მიგვაყენეს ავტომატებით კედლებზე, ბავშვებიანად. ბავშვები ძალიან შეშინდნენ, კანკალებდნენ… რატომ ხდება და მთავრობამ ჩამოვიდაო და თქვაო, რომ ქართველებს არაფერი არ სჭირს გამოსაქცევი საქართველოდან… ტანშიც მზარავს, რომ საქართველოში ჩვენ არ გვაქვს შექმნილი ისეთი პირობა, რომ ვიცხოვროთ იქ. ნამდვილად არ მქონდა სურვილი, ჩემი სამშობლო დამეტოვებინა, ორი პატარა ბავშვით ვარ. ძალიან გული მტკივა, ცრემლები მომდის, არაფრით არ მინდა, რომ ჩემი საქართველო მქონდეს დატოვებული, მიყვარს და მენატრება, მაგრამ არ გვაქვს იქ საშველი, არ გვაძლევენ იმის საშუალებას.

„არ გვაქვს იმის საშუალება, რომ აქაც ვიარსებოთ, აქაც არ გვაცლის ჩვენი მთავრობა. ძალიან გული მტკივა, რომ ასეთი მთავრობის ხელში ვცხოვრობთ, ჩემი შვილების აყრა არ მინდოდა, მე მინდოდა გამეზარდა ჩემს სამშობლოში, ქართული ენა მესწავლებინა, მაგრამ არ მაცდის ჩვენი მთავრობა,“ — ამბობს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე.

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ