დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

0
153

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის სახელით მოქალაქეებს ურეკავენ და კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის პრეპარატს სთავზობენ. NCDC-ში განმარტავენ, რომ ისინი არ უწევენ რეკომენდაციას არანაირ მედიკამენტს და მოუწოდებენ მოქალაქეებს, მსგავსი ზარების შემთხვევაში, მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს.

“განცხადება

ბოლო პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს, რომელიც რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის.
გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას.
გთხოვთ, მსგავსი ზარების შემთხვევაში ნომერი, რომლიდანაც ზარი განხორციელდა გადასცეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს.” – ნათქვამია განცხადებაში.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ