“გწერთ ოლიგარქის მიერ ოკუპირებული ტელევიზიიდან”-რა მიწერა ანდღულაძემ ზურაბიშვილს?

0
6724

„კომედი ჯგუფის“ მსახიობი, მიშა ანდღულაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართავს, მსახიობი მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„წერილი საქართველოს პრეზიდენტს სალიტა ზურაბიშვილს

გწერთ ოლიგარქის მიერ ოკუპირებული ტელევიზიიდან:

მახსოვს წლების წინ როცა ქალაქში დიდი “პატრიოტული” აქციები მძვინვარებდა თქვენი და მაშინდელი ოპოზიციის თაოსნობით , ტელევიზიის თანამშრომლებს მაშინ ყოველდღე თქვენს მიერ ორგანიზებული “სირცხვილის კორიდორის” გავლით გვიწევდა შესვლა სამუშაო სივრცეში. რადგან თქვენი აზრით მაშინ ჩვენ “ნაცების ” მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში ვმუშაობდით. მაინტერესებს ახლა რა ხდება “სირცხვილის კორიდორებთან” დაკავშირებით?

პასუხი ენათმეცნიერების ინსტიტუტის მისამართზე გამომიგზავნეთ“, – წერს მიშა ანდღულაძე.

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ