დამოუკიდებელი ანალიტიკოსი, თეიმურაზ ზაქრაძე თავის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს ერთურთ საინტერესო იდეას. გათავაზობთ ამ პოსტის სრულ ტექსტს:
“ქალაქი ლაზიკა და ანაკლიის პორტი თავიდანვე რომ ყოფილიყო სამართლებრივად გაცხადებული როგორც საყოველთაო საკუთრება, ღია სააქციო საზოგადოება და საქართველოს ყველა ზრდასრულ მოქალაქეს უკლებლივ, სიმბოლურად მიეღო ერთი აქცია უფასოდ, დანარჩენს კი ვინ რამდენსაც შეძლებდა იყიდიდა ბირჟაზე, სახელმწიფოს დაეტოვებინა საბლოკო პაკეტი მხოლოდ და დანარჩენი ინვესტრორებს, ეს პორტი უკვე აშენებულიც იქნებდა და კაციშვილი ვერ მიეკარებოდა ჯიბეში ჩასადებად…
არც არჩევნებს წააგებდნენ ნაცები…
ჰოდა ოპოზიცია ამჯერად მაინც იფიქრეთ ამაზე ..
საფონდო ბაზრის ბანკებისგან და სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეთ, დაპირდით და შეასრულეთ რომ სტრატეგიული გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტები იყოს საყოველთაო თანასაკუთრების ობიექტები. პორტებიც, რკინიგზაც..
ჰოდა ინებეთ ამომრჩევლების მოზიდვის რეალური იდეაც.
გჩუქნით ამ იდეას, ოღონდ გააკეთეთ …
გაათავისუფლეთ ბაზარი…
ამის შემდეგ მასიურად სამუშაო ადგილებიც იქნება და დემოკრატიაც… ამომრჩეველსაც მოიზიდავთ და ამ ოლიგარქიასაც დაამთავრებთ…
ვის არ მოეწონება პორტის თანამფლობელი რომ იყოს? ვის არ მოეწონება ასეთი პერსპექტივა? განა არ მოეწონება საქართველოს მოქალაქეს რომ ქართული კომპანიების აქციების პაკეტი იქონიოს და წლის ბოლოს მიიღოს აქციებზე დარიცხული მოგება? რომელი იტყვის უარს ამაზე?
მაგრამ იზამთ კი ამას პატივცემულო ოპოზიცია?
თუ იზამთ, ამ პირობას დადებთ და აღასრულებთ ოლიგარქიისგან ბუნდღა არ დარჩება.
თუ არ იზამთ ვიქნებით მაყურებლები როგორ ყლაპავს ოლიგარქია ქვეყანას, როგორც ვიქცევით მოსკოვის ოლიგარქიის მონებად და ოპოზიციის ქარში გაფანტული ბუმბულებისთვის არც აღარავის ეცლება.
ისწავლეთ “გაყოფა” პატივცემულებო და გამრავლებაც გამოვა, თუ არა და რაც გაქვთ იმასაც დაკარგავთ. თავსაც დაიღუპავთ და ქვეყანასაც.“ – წერს ზაქრაძე

