სხვადასხვა

გუშინ ღამით ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე ორი პირი დაშავდა, ერთი კლინიკაშია გადაყვანილი

გუშინ ღამით ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე ორი პირი დაშავდა, ერთი კლინიკაშია გადაყვანილი.

ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ხანძარი იყო, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ბაზრობის ტერიტორიაზე იმყოფება მოვაჭრეების ნაწილი. ისინი ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათ კუთვნილი ნივთები დაზღვეული არ ჰქონდათ და მთავრობას დახმარებას სთხოვენ.

თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

“კურიერის” წამყვანის შვილს მამის გამო აბულინგებენ-“უბინძურეს ქვეყანაში ვცხოვრობთ !!! 6 წლის ბავშვის პოლიტიკური ნიშნით დაბულინგება არის ბოროტება”

ავარიას ზუგდიდში მსხვერპლი მოყვა

ზურაბიშვილის დაცვა შესაძლოა ჩოხაში გამოეწყოს(ვიდეო)

დატოვე კომენტარი