პუბლიკაციები

«გუშინდელი კვირა დღე ჩვენი რეგიონისთვის უდიდესი გეოპოლიტიკური ცვლილებების დღედ შეგვიძლია დავასახელოთ»

გუშინდელი კვირა დღე ჩვენი რეგიონისთვის უდიდესი გეოპოლიტიკური ცვლილებების დღედ შეგვიძლია დავასახელოთ. პუტინისა და მისი გეოპოლიტიკური პროექტის «რუსკი მირ»-ის კრახი და რეგიონში პოლიტიკური მოცემულობის სარკისებურად შეცვლა ერთ დღეში მოხდა. ჯერ იყო და უკრაინაში ხალხმა მკაფიო უარი გამოუცხადა «რუსული სამყაროს» მახინჯ ფასეულობებს, რომლებიც ძირითადად ოლიგარქიულ ინტერესებზე, კორუფციასა და ნეპოტიზმზე იდგა და ქვეყნის მთავარი ოლიგარქი პოროშენკო დამარცხდა პირველ ტურში, უდიდესი სხვაობით. რომელსაც ვერაფრით ამოიღებს თუ არ გააყალბა მეორე ტურის შედეგები, ისევე როგორც ეს გააკეთა ივანიშვილმა. თუმცა, უკრაინაში უკვე ისეთი მოცემულობაა, რომ «ბიძინა-2» პრაქტიკულად გამორიცხულია.
ასევე ტექტონიკური ცვლილებები შეგვიძლია უწოდოთ თურქეთში გუშინ ჩატარებული არჩევნების შედეგებს. ერდოღანმა ყველა დიდი ქალაქი წააგო. რაც მთავარია ის დამარცხდა სტამბულსა და ანკარაში.
ამ გეოპოლიტიკურ გამბიტში ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შუა რგოლიღა აკლია, რათა პუტინის ამბიციები მთლიანად დასამარდეს და თავისუფლების ტალღამ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე შეაღწიოს. ეს პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია საქართველო. ზუსტად საქართველოში კოლაბორაციონისტი, პროპუტინისეული ხელისუფლების დამარცხებით შეიკვრება დემოკრატიული რკალი რუსეთის გარშემო, რომელიც მოჰკვეთავს პუტინს პლაცდარმებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. ამას კი სიმბოლური დატვირთვაც აქვს. რამე თუ, ამის შემდეგ თვით რუსეთის ჯერი დგება და დემოკრატიისთვის ბრძოლა უკვე რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. ამიტომაც, უაღრესად მნიშვნელოვანია დროზე დავასრულოთ პუტინის «ნამესნიკის» ბიძინა ივანიშვილის დიქტატურა საქართველოში და საბოლოოდ შევკრათ დემოკრატიის რკალი რუსეთის გარშემო.

თქვენი ჯერი დადგა ბატონო ბიძინა!

დავით ნებიერიძე

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ამასობაში გლობალური «საგადასახადო რევოლუცია» გვიახლოვდება

არჩევნების წელი მსოფლიოში. რომელი ქვეყნის შედეგები მოახდენს გავლენას უკრაინაზე

პედოფილს სანამ დაიჭერენ, ერთზე მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი (ექსკლუზივი)

დატოვე კომენტარი