სხვადასხვა

გურჯაანის მერის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

არსებული ინფორმაციით გურჯაანის მერის წარმომადგენელს სოფელ ჩუმლაყში, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მერის წარმომადგენელს ზაზა რუაძეს დაზიანება თავის არეში აღენიშნება,  მას დაპირისპირება ჩუმლაყელ ძმებთან  დავით და ბაჩანა ბერულაშვილებთან მოუვიდა.

ფიზიკური დაპირისპირება ინფრასტრუქტურულ სამუშაოს მოჰყვა უბნის რეაბილიტაციის ფარგლებში გზა გათხარეს, რა დროსაც დაზიანდა ბერულაშვილების კუთვნილი წყლის მილი. ოჯახი კი მის აღდგენამდე, უბანში წყლის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვდა, რაზეც მხარეებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

მომხდარი ფაქტი ადასტურებს სოფლის ხელმძღვანელი, ხოლო ფიზიკურ შეურაცხყოფას უარყოფს ბაჩანა ბერულაშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

რუსთავი2

Loading…

მსგავსი პოსტები

საბერძნეთიდან კედევ 185 ემიგრანტი დაბრუნდა სამშობლოში

საქართველოს პატრიარქმა კლინიკა დატოვა

Joni Kvaracxelia

3 წლის სესილის სუნთქვა ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეწყდეს-მას საზოგადოებისგან დახმარება სჭირდება

დატოვე კომენტარი