გურიაში უცნობმა პირებმა ფერმერის თემურ ქამადაძის სახლი დაცხრილეს
შემთხვევა სოფელ ხვარბეთში გუშინ გვიან ღამით მოხდა.
როგორც ირკვევა ფერმერი ინციდენტის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლს სანადირო თოფიდან რამდენიმე ტყვია მოხვდა.
აღნიშნულ ფაქტს დაზარალებული ადგილობრივ მედიაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს სადაც ის, ორი წლის წინ მომხდარი ძარცვის გამოუძიებლობას აპროტესტებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულზე გამოძიება დაიწყო.
Loading…